მექანიკური ფორთოხალი

მექანიკური ფორთოხალი ისეთი რომანია ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა რომ შეიძლება.
ახლა პოსტს ვწერ და ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, მინდა გითხრათ რომ წინ ემოციების ზღვა და დიდი სიამოვნება გელით.

“ჰა ვშვებით რამეს?” _ვრთავთ ბეთჰოვენის მეცხრეს და ვიწყებთ!
ენტონი ბერჯესის ეს რომანი ერთი მელომანი სადისტის და მისი მისი საძმოს ისტორიებს მოგვითხრობს.
ისინი მაგარი “დაზმანულები” მანამ დადიან აღმა_დაღმა, სანამ ვინმე ბეხრეკს არ ჩაიგდებენ ხელთ და ერთ პატარა გადაუდებელ საქმეზე არ გაესაუბრებიან.
გასაუბრებას ყოველთვის ცუდი შედეგი მოაქვს.
“ეგეც შენ გარყვნილო დამპალო ბებრუხანა ინტელექტუალო შენა” ბებრის გარყვნილება ბიჭებმა მაშინ აღმოაჩინეს, როცა სახელმძღვანელო “კრისტალოგრაფიის საფუძვლების” შესახებ წაართვეს და გულმოდგინედ გადაათვალიერეს.

ყველაფერი ამით როდი მთავრდება ჩარძევებულებს მთელი ღამე წინ აქვთ.
პირველ მსხვერპლს მეორეც მოჰყვება და ასე შემდეგ.
ჟიბის ფული ყველას სჭირდება.

ალეკსის და საძმოს წევრების სადისტური ქმედებები ვფიქრობ ადეკვატურია იმ გარემოებებისა სადაც თვითონ ცხოვრობენ.
მიუხედავად მისი საშინელი საქციელისა, რომელის განსახორციელებლად მთელს ღამეს იყენებს, ალეკსის ადამიანური სახე მხოლოდ მაშინ შეიძელება დავინახოთ როდესაც სახლში მარტო რჩება და საწოლზე გაშოტილი უსმენს ბეთჰოვენს.

ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული და ალეკსის “პარპაშიც” მაშინ დასრულდა როცა მისი მეგობრის წყალობით ციხეში მოხვდა.
ციხეც არ აკმარეს და “ყოვლის მცოდნეებმა” “ლუდოვიკოს” მეთოდის მასზე გამოცდა ისურვეს, რომელიც თურმე ნაძირლებს ანგელოზებად აქცევს და ბოროტი საქციელის ჩადენის სურვილს უქრობს.

ღმერთმანი ალეკსი საცდელი ვირთხა გახდა. რომელსაც ყოველდღე სადისტურ ფილმებს ანახებდნენ და ბოლოს
მიზანს მიაღწის “გამოასწორეს”
ის “სახელმწიფო ინსტიტუტის პირველი გამოშვება _ძალმომრეობის ყოველგვარ ინსტინქტს მოკლებული კანონის მოშიში მოქალაქე” გახდა.
მერჩივნა მოძალადე ყოფილიყო ვიდრე ნივთი რომელსაც არანაირი ადამიანური რეაქცია აღარ გააჩნდა.
მიზანი ყოველთვის როდი ამართლებს საშუალებას.

ყველაზე საშინელება კი ისაა როცა გიყენებენ და ამას ზრუნვას არქმევენ.
ალეკსი ნათელ წერთილადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, იმ “კეთილშობილი” ნაძირალების ფონზე.

გამიკვირდა როცა გავიგე, რომ რომანს გამოსვლისას არანაირი აჟიოტაჟი არ გამოიწვევია. ის მხოლოდ სტენლი კუბრიკის ეკრანიზაციის შემდეგ გახდა პოპულარული. მაგრამ “სიკვდილის” შემდეგ აღიარება ხომ ყველა დიდი ნაწარმოების ხვედრია.

ფორთოხალს წინასწარმეტყველების მექანიკა უწოდეს და ის ნამდვილად გახდა წინასწარმეტყველური.

ბაკურიანი <3

საშინლად არ მიყვარს სიცივე და ზამთარი, ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის და შესაბამისად არც ზამთრის კურორტების დიდი მწყალობელი გახლავართ, მაგრამ წელს ამ ყველაფერზე აზრი რადიკალურად შემეცვალა :)

მოკლედ 19 იანვარს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, დილის 7საათზე გავეშურეთ ბაკურიანისაკენ :)
მოვწყდით ქალაქის ორომტრიალს და შესანიშნავი დრო გავატარეთ ერთად.

გზაში ნახევრად მძინარეებს თავზე დაგვათენდა და გართოვას მარშუტიდანვე შევუდექით.
ძალიან ლამაზია თეთრად დაფარული ბაკურიანის ნახვა, მითუმეტეს ჩვენთვის, როცა თოვლით არ ვართ განებივრებულნი.
მშვენიერი სასტუმრო, მყუდრო გარემო, მეგობრების წრე, შინ სითბო დაგარეთ კი უამრავი თავგადასავალი გველოდა.
სასწრაფოდ გავინაწილეთ ოთახები და წავიდააა :D

ყველანი გავეშურეთ კოხტაგორასაკენ.
ჩვენი ბიჭები კარგად სრიელბენ და თავად რომ გული იჯერეს შემდეგ მასწავლებლის ფუნქცია იკისრეს :D
სამწუხაროდ თხილამურებზე არასოდეს ვმდგარვარ და როდესაც სრიალით მიღებულ ადრენალინზე საუბრობდნენ
არ შემეძლო არ გამერისკა :D
ხოდა ვიქირავე ჩემი სტაფილოსფერი “რაში” და წავიდაა :D ახსნა განმარტებების შემდეგ, გავყევით საბაგიროს დასაშვებად :) ))
მიუხედავად იმისა, რომ შორიდან საკმაოდ მარტივი ჩანს თურმე არც ასეა საქმე:)
ძალიან ბევრჯერ დავვარდი, ერთხელ ისე რომ მეგონა ფეხი მომტყდა, მაგრამ ეგ არის ადრენალინის ზღვა.
ღირდა გარისკვა.

საღამოს ყველანი დაღლილ_დაქანცულები სასტუმროში შევიკრიბეთ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზაირებდით.
მეორე დღეც დაიგეგმა.

ბიჭებს სურდათ დიდველზე ასვლა და იქედან დაშვება.
გარეთ მშვენიერი ამინდი იყო, მზე ანათებდა, გოგონები მხოლოდ იქაურობის სანახავად წავედით.ქვემოთ უამრავი ხალხი იყო. საბაგიროსთანაც რიგი იდგა. ვფიქრობდი ნუთუ ეგეთი მაგარია.
ჩვენი ჯერიც დადგა და წავედით.
რაც უფრო ზემოთ ავდიოდით ქარის სისწრაფეც იმატებდა.
ვერ გეტყვით იქ მთლად ზემოთ როგორ ციოდა. ადგილ_ადგილ გამხმარი ბალახი მოსჩანდა რადგან ქარს თოვლი სულ გადაეცალა.
ირგვლი სულ სითეთრე და თვალებში შეყრილი ნამქერი.
იქ ასვლაც ღირდა. მართალია თხილამურებით დაშვება ვერ გავბედე, მაგრამ ბიჭებმა კი ნამდვილად ისიამოვნეს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მსვენიერი იყო ბაკურიანსი გატარებული დღეები.
თან ამ ყველაფერს მეგობრის დაბადების დღეც დაემთხვა და ყველამ ერთად აღვნიშნეთ.
მშვენიერი გარემო იყო, მოსანატრებელი და დიდიხანს დასამახსოვრებელი :*

დანარჩენი სურათებში ნახეთ:)

Happy New Year

2012 წელი მოდის
მიხარია, ბედნიერების განცდა მაქვს:)
ახალი წელი ყოველთვის ახალთან და კარგთან ასოცირდება ჩემთვის:)

ხვალ ამ დროს ყველანი მივულოცავთ ერთმანეთს:) ჰეფი
ყოველთვის ოჯახთან ერთად ვაცილებ ძველ წელს და ვეგებები ახალს. ტრადიციას არც წელს დავარღვევ.
სახლში მყუდროდ და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიქნები.

მებედნიერება :)
2011 წელმა მშვენივრად ჩაიარა, ბევრი გასახსენებელი მაქვს.
ჩემი ბლოგი უკვე მეორე ახალ წელს ზეიმობს.

ბევრი ძალიან კარგი მეგობარი შემძინა ამ წელმა.
ბევრ რამეს მიმახვდერა, დამაფიქრა, ბევრი გადაწყვეტილება მიმაღებინა.

ყოველი წამის დაფასება მასწავლა და საბოლოოდ დამარწმუნა გამონათქვამში “გინდ ბრმისთვის მიგიცია სარკე და გინდ ბრიყვისთვის რჩევა”:)
რა მოხდა მერე ასეც ხდება ხოლმე, წარსულზე წერას რა აზრი აქვს ? მაგრამ ჯერ ხომ მომავალი არ დამდგარა :D
ჰაჰ.

ზაფხული და შემოდგომა იყო ბედნიერი და სიხარულით სავსე ჩემთვის.
სულ მეგობრებთან ერთად, სულ ღიმილით.
2011 წელი დატვირთულიც იყო, ოღონდ საინტერესოდ დატვირთული.
შედეგს 2012ში ველი.

ყველაფრის მიუხედავად ამ წელში კარგი ამბები ცუდს ბევრად სჭარბობდა, რაც ძალიან მახარებს.
ახალი წლის სასწაულების და თეთრწვერა სანტის დიდი ხანია აღარ მჯერა ამიტომ ყველა ჩემი სურვილის ასრულებას თავად ვაპირებ :D DD

იმედი მაქვს, რომ 2012 წელი განსაკუთრებით საინტერესო, ბედნიერი და კარგი იქნება თან არამარტო ჩემთვის.
წინასწარ გილოცავთ ყველას.
ბლოგერებო ბევრ მკითხველს გისურვებთ:*
ყველა ჩემს მეგობარს ერთად კი წარმატებას და წინსვლას, ვიქნები ბანალური და გეტყვით რომ მიყვარხართ ძალიან :) ):**

პ.ს. ეს ცინიკოსის ბოლო პოსტია 2011 ში.
შევხვდებით მომავალში :) :*

მეფის ლექსები

ჩემში პროზის სიყვარული პოეზიაზე მეტად სჭარბობს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.
მშვიდი ცურვის შემდეგ მეფის ლექსები ჩემთვის ლიტერატურული ნუგბარია, რომელსაც ერთდროულად ტკბილი და ანარქიული გემო აქვს.
წიგნში ბევრ საინტერესო და ფართო საზოგადოებისათვის არც თუ ისე ნაცნობ ლექსებს შეხვდებით.
ჩარკვიანის შემოქმედების უბრალო მოყვარულნი კი მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხს გასცემენ :)

ადამიანისაგან, რომელსაც შემოსაზღვრული ტერიტორია არ გააჩნია არ გამკვირვებია მისი ლექსების სითამამე.

“მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.”

კითხვისას ერთ ძალიან საინტერესო ლექსს მივაგენი, რომელსაც სახელი საერთოდ არა აქვს და არც თარიღია მითითებული, თუ როდის დაიწერა. დღევანდელობასთან ძალიან ახლოს დგას. ბევრს შეიძლება სახეზე ღიმილიც   მოჰგვაროს.

“ამერიკის მუცელში მოწყენილობაა
კომპიუტერული მოთმინება და სიმყუდროვე,
ბედნიერება საფრთხეა წამის,სანამ მოგინელებენ,
მერე კი დალევ კოკა_კოლას და გიხარია”

შეშლილ კოსმოსში მცხოვრები მეფე სამართებელივით ბასრი ლექსების გარდა პოეტებს რჩევასაც აძლევს.
შეიძლება ამ ლექსმა ვინმე გააწითლოს კიდეც, რადგან ყველას როდი შეუზლია ისე სიკვდილი, რომ მერე დაიბადოს.
” ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან
ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.”

როგორც “ღმერთების უკვდავ თარეშს”, ისე მეფის ლექსებსაც არ უჩანს ბოლო და მისი სიტყვები “დრო, დო_რე, რე_დო, დმ_ტა, დმ_ტა, დგდნ_ დგდნ ტა” შეიძლება ბევრისთვის არაფერს არ ჰგავს, მაგრამ ყველაფერს ამბობს.

ძლიან გამიხარდა,როცა ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსი კრებულში შესული დავინახე.
არ ვიცი რატომ მომხიბლა ასე, ძალიან მარტივი საინტერესო და უჩვეულოა. “გემუდარები ნუ ხოცავ ტარაკანებს დედა, დაე იცოცხლონ”

წიგნი ყველასათვის ნაცნობი პატარა ლექსით მთავრდება. შესავალს ბევრს ვერაფერს გავუკეთებ, რადგან ლექსში ყველაფერია ნათქვამი. მიუხედავად იმისა რომ დღეს “ჩარკვიანი” ყბადაღებულ თემად ითვლება, ცოტამ თუ იცის მისი პოეზიის შესახებ.
მეფის სიტყვა ნუგბარია ლიტერატურის და თავად მეფე ადამიანი რომელმაც ათეული წლებით გაუსწორ დროს.

” ინანეთ მერე ასი წლის შემდეგ
თუ არ იქნება უკვე გვიანი,
რომ თქვენ უყვარდით და პატივს გცემდათ
თქვენი ნაცნობი ი.ჩარკვიანი”

არაფერი

სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს უბრალოდ ბლოგი მომენატრა ძალიან.
სულ რაღაც ახალი ხდება, მაგრამ მაინც ვერსად გავექეცი ამ ყოველდღიურობას.
ზამთრის დადგომამ და უეცარმა თოვლმა მთლად გამიფუჭა ხასიათი.
ეს არის ჩემთვის ყველაზე საძაგელი წელიწადის დრო. დამდნარმა თოვლმა სულ აატალახა ქუჩები.
ეტყობა სიცივემ ადამიანებზეც იმოქმედა და ტვინები გაუყინა.

ჩემი უბნის ბავშვებმა ახალი წელი პირველ დეკემბერს გადმოიტანეს. ყოველ დღე შებინდდება თუ არა მეზობელი ეზოებიდან
ისმის პატარა ასაფეთქებლების ხმა, ზოგჯერ ცას მაშხალაც ანათებს.

არ ვიცი ეს მათი განწყობის ნაწილია თუ უბრალოდ საქმე შემოაკლდათ, მაგრამ ჩემზე ცუდად მოქმედებს.
შეფუთვა დეპრესიაში მაგდებს. საშინელებაა როცა თბილად გაცვია, როცა ისე ცივა, რომ პირიდან ორთქლს უშვებ.

ამ დროს მგზავრობა მეზარება. მარშუტის სველი იატაკი, ქოლგიანი და გაყინული მგზავრები.
ყველაფერი მოდუნებულია და სიცოცხლეწართმეული. შეიძლება ეს სულაც ჩემი ილუზიის ნაწილია, მაგრამ….
მე მაინც მძულს სამთარი:(

დილით როცა ფანჯრიდან ვხედავ მოღრუბლულ ცას ბლაჰ ხალისი აღარ მაქვს.
ზაფხული მინდა, ნუ გაზაფხული მაინც :D
ვიცი ნაადრევად მომწყინდა. ჯერ ბევრი ასეთი დღეა წინ :( (

ოცმა გამაოცა

აი აი აი უკვე 10 ნოემბერია :) მე გავოცდი :)

ამ წუთიდან ჩემი დაბადების დღეა.უკვე აღარასოდეს ვიქნები 19 წლის :)
კარგი წელი იყო მშვენიერი სავსე მაგრამ გავიდა და ყველაფერს ვატან თან.
დაიწყო მეოცე წელი ჩემი არსებობისა ჰაჰ.
იმედი მაქვს წინა წლებზე ბევრად უკეთესი იქნება.

საყვარელი მრგვალი თარიღია :) დიდი გოგო ვარ :)

ეს დღე ჩემია და მიყვარს ძალიან :) )

ოცი წლის ვარ ვახ არ მჯერა რა ბევრია ………

გავიარე ბავშვობა თინეიჯერიც აღარ ვარ ეჰ :(

მოკლედ

ჩემ თავს ვულოცავ დაბადების დღეს, არ ვიქნები ბანალური და არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რას ვუსურვებ :) ) რა თქმა უნდა

ყოველივე საუკეთესოს :) “ზე”ს

ამ დღეს გარეთ არ გავდივარ ხოლმე. მოვიწყობ სახლში სიმყუდროვეს სითბოს და ველოდები მხოლოდ იმათ ვისი ნახვაც სულ მიხარია :)

წელს წიგნებს ველი საჩუქრად.

10 ში ვარ ეგოისტი :0 აუტანელი
ყველაფერი მე მე მე :) ))))
ეს ერთი დღე უნდა ამიტანონ სხვა რა გზააა :)
წელიწადში ერთადერთი და განუმეორებელი ..

მეკო კიდევ გილოცავ გილოცავ გილოცავ :)

ამ დღეს განსაკუთრებით გიყვარდეთ და მომილოცეთ.:)

ახალი, “ცხელი”, “სკანდალური”

ტელეკომპანია იმედის, პარასკევის გადაცემების ციკლს კიდევ ერთი ახალი “ცხელი” და “სკანდალური” თოქ_შოუ შეემატა.
მისი წამყვანი არც მეტი არც ნაკლები ნოდარ მელაძეა. ჟურნალისტმა მონოტონური საინფორმაციო გამოშვებებიდან პირდაპირ ცხარე დებატებში გადაინაცვლა. :)

“მაღალი” რეიტინგის სურვილი ადამიანს რას არ გააკეთებინებს:)
იმედმაც გადაწყვიტა ბრაზილიურ სერიალებს კიდევ ერთი მიუმატოს ოღონდ ქართული.
რა დასამალია და გადაცემის პრომომ დამაინტერესა, ვუყურე კიდეც რაღაც განსხვავებულს ველოდი, მაგრამ ამაოდ.
მთავარი თემა იყო “უნდა დაიდოს თუ არა წყვილებს შორის საქორწინო კონტრქტი”

სტუდიაში მორიგი დანგრეული ოჯახის ჩხუბი მოეწყო.
რინგზე გამწარებული დედამთილი და მისგან დაწუნებული რძალი იბრძოდნენ :)
მსაჯები შოუ ბიზნესის წარმომადგენლები გახლდნენ და სიცილ_ხარხარში არჩევდნენ მტყუან მართალს.
მრავალქმრიანთა საზოგადოებამ, რა თქმა, უნდა, “ხელებდაჩქმეტილი” რძალი ცხვრის ტყავში გაახვია :)

სხვისი საჭირბოროტო საქმე რომ მოილიეს შემდეგ თავიანთი ოჯახური მდგომარეობის საჯარო განხილვა მოეწყო.
ყვებოდნენ თუ როგორ მიატოვეს საძაგელმა ქმრებმა და აღარ იხდიან ალიმენტს :) ))
ნუ როგორც ხდება ხოლმე :)

მალე სასამართლო აღარც დაგვჭირდება. ოჯახურ დავებს (ვინ რამდენი კოვზი და ჩანგალი უნდა წაიღოს) პირდაპირ ეთერში განვიხილავთ და მთელი საქართველო გამოიტანს განაჩენს.

როგორც ხედავთ იმედმა მორიგი მარაზმი შემოგვთავაზა.
უკვე აღარც კი ხუმრობს :D

ვიმედოვნებ ესეც გაიზიარებს სხვა იმედიანი გადაცემების ბედს.
ვუსურვებ რეიტინგს -100 გრადუსი ცელსიუსით.

ახალი ეპოქა იწყება, გუშაგი ჩიტები წყვეტენ ყველაფერს

21_ე საუკუნე, რომ გამოგონებების ხანაა ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები მოვლენებს წინ უსწრებენ. ამის ნათელი მაგალითია ამერიკელი მწერალი ფანტასტი რობერტ შეკლი, რომელმაც ჯერ კიდევ 50იან წლებში იწინასწარმეტყველა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა მეცნიერების სწრაფ განვითარებას.
შეკლი თავის ერთ_ერთ მოთხრობაში “გუშაგი ჩიტები” ფანტასტიკურად აღწერს, იმ მოვლენას რასაც განადგურებამდე მივყავართ.
მაშ ასე!
მკვლელობა ყველა დროის თანმხლები პრობლემაა, ყოველთვის არსებობდნენ მკვლელები თავიანთი მოკლე თუ გრძელი მსხვერპლთა სიით.
არიან ადამიანები, სოლიდური იერით, რომლებსაც მედიდურად უჭირავთ თავი, როგორც “კაცობრიობის მხსნელებს” შეეფერებათ, სწორედ ესენი გახლავთ მეცნიერ_გამომგონებლები, რომლებიც გადაწყვეტენ ტექნიკის საშუალებით აღკვეთონ დანაშაული, ისე თითქოს პოლიცია არც არსებობდეს.
ტექნიკა კი არც მეტი არც ნაკლები პრიალა ლითონით აწყობილი ჩიტუნაა, რომელსაც მისცეს “ტვინი” და მან დაიყწო სწრაფად განვითარება. ყოველგვარი გრძნობის გარეშე ასრულებს იმ მისიას, რაც მეცნიერებმა დააკისრეს.
გუშაგმა ჩიტმა მანამ უნდა აღკვეთოს მკვლელობა სანამ ის მოხდება, მაგრამ განა შეიძლება ადამიანი ჩავთვალოთ მკვლელად დანაშაულის ჩადენამდე?

ეს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ქმნილებაა თან ძალიან ჰგავს იმათ რომლებიც დღეს ცხოვრებას გვიადვილებენ, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ყურადღებას ადუნებენ.

განა არ არის საშიში, როცა მანქანა ფიქრობს?
ზანდახან ადამიანები შედეგებზე არ ფიქრობენ ან ეშინიათ ამ ყველაფერს თვალი გაუსწორონ.
ჩვენს დაგებულ მახეში ჩვენვე შეიძლება გავებათ.
რთულია ლითონის ჩიტუნას ასწავლო, “ზოგიერთი რამ მკვლელიბა კი არ არის არამედ ძალიან ჰგავს მას”

ზოგჯერ ზედმეტმა მონდომებამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს და ახალ საგონებელში ჩაგვაგდოს.
ამგვარი მექანიზმები აუცილებელია განვითარებისათვის,მაგრამ ისინი მოსამართლეებად ანდა მრჩევლებად როდი გამოდგებიან.
ჩვენს შეცდომებზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს.

გუშაგი ჩიტების შემქმნელები ცდილობენ მდგომარეობა გამოასწორონ და ჩანაცვლების თეორიას მიმართავენ. მაგრამ “ხანდახან წამალი უფრო შემზარავი აღმოჩნდება ვიდრე ავადმყოფობა”
შეიქმნა ახალი ლითონის მფრინავი სახელად “ქორი”_ მისიით გავანადგუროთ ჩიტები, შედეგმაც არ დააყოვნა, მაგრამ შეცდომა აქაც მკაფიო იყო, კითხვას თავად გამომგონებლები სვამენ მაგრამ არსებობს პასუხი ამ კითხვაზე?
“განა ვისზე ინადირებენ ქორები, მასინ როცა ყველა გუშაგ ჩიტს გაანადგურებენ?”
ერთი შეხედვით კეთილი საქმე კოშმარად იქცა.

დღესდღეობითაც იქმნება უამრავი რობოტი, რომლებიც ცდილობენ შეგვიმსუბუქონ ცხოვრება :) რამდენად გამოსდით ეს კიდევ საკითხავია.
სამწუხაროა, როდესაც მანქანას ვანდობთ კაცობრიობის წინაშე მდგარ პრობლემის მოგვარებას და ორმაგად სამწუხაროა, რომ მალე აღარ შეგვეძლება მანქანის დაუხმარებლად გავატაროთ ცხოვრებაში ჩვენი კანონები.

ექიმი_მარჩიელი

ექიმებთან ვიზიტი დიდად არ მხიბლავს, განსაკუთრებით კბილის ექიმთან, მაგრამ როცა პრობლემა ჩნდება და მოგვარებას საჭიროებს, ვხვდები მორჩილი პაციენტი. (ვატყობ ეს მორჩილება დამღუპავს)

მოკლედ, გადავწყვიტე მივსულიყავი ორთოდონტთან და გამესწორებინა მესამე კბილი. რა თქმა უნდა, კლინიკაში კარი ბრმად არ შემიღია და ჯერ ჩემი მეგობრების გამოკითხვით დავიწყე (ვისაც ესაჭიროებოდათ).
ქუთაისის ერთერთ კლინიკაში მიმასწავლეს “ბრწყინვალე” ორთოდონტი მაია სირბილაძე :)

მეც მივედი და დაიწყო: დღე პირველი__ შორიდან შემომხედა და მეუბნება, “გოგონა ძაან ცუდად ვარ რადიკულიტი მაქვს, ხვალ არ ვმუშაობ და ზეგ მოდი”.

დღე მეორე__ როცა დამიბარა მივედი, დამაჯინა და ამბობს: “კი გასწორდება არ არის პრობლემა, ეს კბილი ამოვა ზემოთ, მეორე ჩავა, ამას დრო უნდა. ბოლოს მეუბნება ხვალ მოდი და ზომებს აგიღებ”.

დღე მესამე__ ისევ მითვალიერებს პირის ღრუს და ამბობს: “ახლა ისე ეს მეოთხე კბილი რომ ამოვიღოთ კარგია, უფრო მალე გასწორდება, მაგრამ იქნებ სიბრძნის კბილი ამოვიღოთ (ჯერ სიბრძნის კბილი არ ამომსვლია) ნუ როგორც იქნა ამიღო ზომები. და მეუბება, შენ გადაწყვირტე რას იაზამ და მიშვებს სახლში.

დღე მეოთხე_მივედი და ვეუბნები: კარგით მაია ექიმო ამოვიღოთ მეოთხე კბილი.
პასუხი_ ხო მეკო შვილო ამოვიღოთ მაგრამ სურათია გადასაღები. გადაიღე და მომიტანე.

დღე მეხუთე__ სურათით ხელში მივედი კლინიკაში, ექიმმა ხელები დაიკაპიწა და მზის სხივზე უყურებდა ჩემი კბილის სურათს თან მეუბნება: “ნწნწნწ ეს რაღაცა ისე არაა რომ მეგონა, (ბუტბუტებს) ეს გადმოვა აქეთ ის იქეთ”, და ბოლოს_ კარგი მეკო ახლა მცირე დოზით გაგიკეთებ ანესთეზიას რამე უკუჩვენება რომ არ ჰქონდეს და მოდი ზეგ და მითხარი როგორ იქნები თან ამოვიღოთ:)

დღე მეექვსე და უკანასკნელი __მივედი და ვეუბნები რომ ყველაფერი იყო მშვენივრად არანაირი ალერგია არ მოუცია.
დამსვა სავარძელზე მომანათა სუქი და მეთქი ვსო ამომიღებს :) შევცდი, ისევ დაიწყო: “ნუ ეხლა ძაან ბევრი ვიფიქრე და ეს რომ ამოვიღოთ მერე სივრცე დაგრჩება და რავიცი იქნებ არ ამოვიღოთ ? მოდი ეხლა შენ სხვასთან გაიარე კონსულტაცია რას გეტყვის “

და ეგ იყო პიკი, ძალიან დიდი ხანია მწყობრიდან ასე არავის გამოვუყვანივარ, მართლა პირველად ვნახე ექიმი რომელიც მარჩიელობდა და აზრზე არ იყო რა უნდა ექნა.
ქალმა გამაგიჟა, გამაცოფა, და მომინდა მეცემა.
ვერ მივხვდი თავიდან ეგ ყველაფერი რატომმ არ მითხრა და ამდენი დრო რატომ დამაკარგვინა :@
მაინტერესებს საერთოდ ვინ ამუშავებს კლინიკაში, ან ვინ არის მაგ ექიმით კმაყოფილი, ან საერთოდ რა ფენომენია.
:@ :@ :@

რატომ გავხდი ბლოგერი

მორიგი და ვფიქრობ ძალიან საინტერესო თეგ თამაში დაიწყო ნათიკომ და მადლობა ჩემო ნიკოლო რომ  ცინიკოსიც ჩააბი :) )

ჩემი ბლოგი სულ რაღაც ერთი წლის და ხუთი თვისაა :) ჯერ კიდევ ახალბედა და ცარიელი.

დავბრუნდეთ უკან __ ყოველთვის მქონდა პატარა ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის, წლიდან წლამდე ივსებოდა და შემდეგ წაკითხვისას ღიმილს მგვრიდა სახეზე, რამდენიმე ახლაც მაქვს შენახული.

შეუცვლელი არაფერი არისო და ბლოკნოტი ფორუმმა შეცვალა. ინტერნეტ სივრცეში, რა თქმა უნდა, თავი უკეთ ვიგრძენი, უკვე
შემეძლო ხმა უფრო მეტი ადამიანისათვის მიმეწვდინა, და მანამ ვმსჯელობდით ყველანი ერთად სანამ არ მომბეზრდა,
მომბეზრდა რა, ნაცნობები ქრებოდნენ და უცხო ხალხით ივსებოდა სივრცე, რაც ჩემთვის არაკომფორტული იყო :)

ბლოგის შექმნის იდეა ჩემმა მეგობარმა მომაწოდა, თვითონ ჰქონდა და აქვეყნებდა ხოლმე რაღაცებს, შემდეგ დროის უქონლობის გამო მიატოვა :( შეიძლება იცნობდეთ კიდეც ბუნჩულაპანკს :*

და აი 2010 წლის 4 აპრილს დაიბადა ჩემი ბლოგი :) დავიწყე პოსტების წერა:) მაშინ არცერთ ბლოგერს არ ვიცნობდი,
არ ვიცოდი რა ხდებოდა ბლოგსფეროში. საერთოდ უცხო ხილი იყო ჩემთვის, მაგრამ, როცა გემო გავუსინჯე ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.

დღესდღეობით ჩემი ბლოგი ყველაზე მართალი ადგილია ჩემთვის :)
დიდად ვერ ვანებივრებ, მაგრამ უსიტყვოდ მიტანს :D წელს დაბადების დღეც არ მივულოცე.
ჩემთვის კომფორტული ადგილია და მიყვარს ძალიან :*

პ.ს თამაშში ვთაგავ თემუჩინს   Molkos   ანგელოზს  და გვირილას   :*:*